მერკელი: რუსეთის გადაწყვეტილება ”მიუღებელია”
რუსეთის გადაწყვეტილება აღიაროს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა ”სრულიად მიუღებელია,” განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ესტონეთში ვიზიტის დროს.
”ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტალურ პრინციპს,” – დასძინა მან.
მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგი გაგრძელდება იმ ფორმით, რაზეც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდებიან 1 სექტემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვდრისას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)