საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მინიმუმამდე დაჰყავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მინიმუმამდე დაიყვანოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან მან შემდეგ, რაც მოსკოვმა ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
”დიპლომატიური წარმომადგენლობა რანგით კიდევ ერთით დაიწევა,”- განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 27 აგვისტოს ჟურნალისტებს.
მისი თქმით, საქართველო წარმოდგენილი იქნება მხოლოდ დროებითი რწმუნებულით და მრჩევლით.
თბილისმა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი რუსეთიდან ივლისში გამოიწვია კონსულტაციებისთვის მაშინ, როცა მოსკოვმა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა აღიარა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)