ჩინეთი ’შეშფოთებულია’ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სიტუაციით
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ცინ განმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ პეკინი ”შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით”.
”ჩვენ ვიცით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკამათო ისტორიისა და რეალობის შესახებ,”- იტყობინება ჩინური სააგენტო Xinhua ცინ განის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ვრჩებით რა ჩინური მხარის უცვლელ პრინციპულ პოზიციაზე მსგავს პრობლემებთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი მხარეები შეძლებენ ამ საკითხის მოგვარებას დიალოგის და კონსულტაციების გზით”.
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, რომელმაც გუშინ გამოაცხადა საქართველოს ორი თვითგამოცხადებული რეგიონის დამოუკიდებლობის ცალმხრივად ცნობის შესახებ, 27 აგვისტოს ჩინელ კოლეგას ჰუ ძინტაოს ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)