რუსეთს არ ჰქონდა სხვა არჩევანი, გარდა სეპარატისტების აღიარებისა – ლუკაშენკო

რუსეთს არ ჰქონდა სხვა ”მორალური არჩევანი”, გარდა იმისა, რომ მხარი დაეჭირა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თხოვნისთვის ეღიარებინა ”მათი თვითგამორკვევის უფლება ფუძემდებლური საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად”, განუცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუს კოლეგას დიმიტრი მედვედევს 28 აგვისტოს გაგზავნილ წერილში.

”ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე გამოთქვა იდეა ამ საკითხის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოში განხილვის მიზანშეწონილობაზე, რომლის გამართვას 2008 წლის 5 სექტემბერს იგეგმება და წევრი სახელმწიფოების მიერ კონსოლიდირებული პოლიციის მიღებაზე,”- იტყობინება ლუკაშენკოს პრესსამსახური.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია 2002 წელს ჩამოყალიბდა და მასში შედის შვიდი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)