საგარეო საქმეთა სამინისტროს ირანის ელჩი სტუმრობდა
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მოჯთაბა დამირჩილუს შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობები განიხილა.
”ელჩის თხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის, ქვეყნის ტერიტორიის ანექსიისა და ეთნიკური წმენდის შესახებ,”- ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)