პუტინი: თბილისის დაპყრობა არ გვქონია მიზნად
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა 11 სექტემბერს განუცხადა დასავლელ ჟურნალისტებს და ექპერტებს სოჭში, რომ მოსკოვი არ აპირებდა პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოგდებას, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ძალებს თავისუფლად შეეძლოთ თბილისის დაპყრობა, იტყობინება Guardian-ი.
Guardian-ის ჟურნალისტმა ჯონათან სთილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა სოჭის შეხვედრას, განაცხადა პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით: ”ჩვენი ძალები თბილისიდან 15 კილომეტრში იმყოფებოდნენ. თბილისის დაპყრობას ოთხი საათი დასჭირდებოდა. ჩვენ ეს მიზანი არ გვქონია”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)