ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად 370 ადამიანი დაიღუპა

კონფლიქტის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოფიციალურად დარეგისტრირებული რაოდენობა 15 სექტემბრის მონაცემებით 370-ს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქედან, 188 სამოქალაქო პირია დაღუპული, 168 – სამხედრო და 14 შსს-ს თანამშრომელი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომში დაღუპულ მოქალაქეთა რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც ქართული მხარე შევა და შეამოწმებს ამჟამად რუსული ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)