მოსკოვს ყარაბაღის მიმართ საქართველოს კონფლიქტებისაგან განსხვავებული მიდგომა აქვს

მოსკოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიუხედავად არ შეუცვლია თავისი პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიმართ და ის კვლავ მოუწოდებს ბაქოსა და ერევანს პირდაპირი დიალოგისკენ ამ პრობლემის გადასაჭრელად.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დღეს თავისი აზერბაიჯანელი კოლეგა ილჰამ ალიევი მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე დაარწმუნა, იტყობინება ”ინტერფაქსი”.

”რუსეთი კვლავაც შეეცდება საჭირო დახმარების აღმოჩენას ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილების მოძებნისთვის,”- განაცხადა მედვედევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ თუ ყარაბაღის პრობლემა მოგვარდება, ”თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები” გაიხსნება რეგიონში.

”ვერცერთი ჩვენი მეზობელი ვერ შეძლებს რეგიონიდან წასვლას. და ჩვენ ყველას ისეთი მეზობლური ურთიერთობები, რომ გვქონდეს, როგორც რუსეთსა და აზერბაიჯანს შორისაა, არა იქნებოდა არა მარტო კონფლიქტები, არამედ გაუგებრობებიც კი,”- განაცხადა ალიევმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში სირთულეების მიუხედავად, კარგი წინაპირობები არსებობს ვითარების გასაუმჯობესებლად.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)