საქართველოს მტკიცებულება ”არასერიოზულია” – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ნებისმიერი მტკიცებულების გამოქვეყნება იმის დასადასტურებლად, რომ რუსული ძალები სამხრეთ ოსეთში თბილისის მიერ ცხინვალზე შეტევამდე 20 საათით ადრე შევიდნენ, ”არასერიოზულია”.  

16 სექტემბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას ნესტერენკომ განაცხადა, რომ ჯარების ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაადგილება ნატოს თანამგზავრების მიერ იქნებოდა დაფიქსირებული.

”მე მადლიერი ვიქნები, თუ ისინი მოგვაწვდიან ჩვენ და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ასეთ მონაცემებს, განსაკუთრებულ მონაცემებს,” – განაცხადა მან, ”განცხადებები იმის თაობაზე, რომ მათ ვიღაცას მოუსმინეს და რაღაც გაიგეს, უბრალოდ არასერიოზულია”.

მტკიცებულება, რომელიც პირველად New York Times-მა გამოაქვეყნა, შეიცავს სატელეფონო ჩანაწერს ორ ოს სამხედრო მოსამსახურეს შორის. საუბარი ოსურად მიმდინარეობს. ერთი მათგანი არის, სავარაუდოდ, სეპარატისტული რეგიონის მესაზღვრე, რომელიც როკის გვირაბთან იმყოფებოდა და მეორე – მისი მეთაური ცხინვალში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)