სააკაშვილის თქმით, მისი რეიტინგი 76%-ს შეადგენს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი რეიტინგი ”ხუთი დღის წინ” 76%-ს შეადგენდა.
მან ამ მონაცემის წყაროდ დაასახელა აშშ-ში მდებარე Greenberg Quinlan Rosner-ის მიერ საქართველოს მთავრობის დაკვეთით განხორციელებული კვლევა.
BBC-ის გადაცემა HARDtalk-ში საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძის რეიტინგი, რომელსაც მან ”ოპოზიციური პოლიტიკოსი” უწოდა, 38%-დან 30%-მდე შემცირდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)