”ნუ დაიწყებთ რესურსების მოძიებას” აფხაზეთში – მიმართავს რაისი რუსეთს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არ უნდა იყოს რუსეთის მუდმივი სამხედრო ბაზები და რუსეთმა არ უნდა დაიწყოს ამ ორ სეპარატისტულ რეგიონში ბუნებრივი რესურსების ათვისება.

”რუსეთმა არ უნდა შეცვალოს სტატუს კვო აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, თუ მას სურს აჩვენოს, რომ მზად არის განსხვავებული კურსის გასატარებლად [განსხვავებული იმისგან, რასაც რუსეთი ამჟამად ატარებს],” – განაცხადა მან ვაშინგტონში გერმანულ მარშალის ფონდში გამოსვლისას.

”ამრიგად, არანაირი მუდმივი სამხედრო ბაზები. ნუ დაიწყებთ რესურსების მოძიებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც აშკარად მდებარეობს გაეროს წევრი სახელმწიფოს საერთაშორისო საზღვრებში,”- აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)