გრიზლოვი ცხინვალს სტუმრობს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ბორის გრიზლოვი დღეს ცხინვალს ეწვია.

ეს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის შემდეგ რუსეთის ოფიციალური პირის უკვე მეორე ვიზიტია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ცნო.

”ინტერფაქსის” ცნობით, გრიზლოვმა, რომელიც იმავდროულად რუსეთის მმართველი პარტიის ”ერთიანი რუსეთის” ლიდერიცაა, უკვე გააფორმა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მმართველ პარტიასთან თანამშრომლობის შეთანხმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)