ბაღაფში ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერებას გეგმავს
სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმის ”ნომერ პირველი” ამოცანაა გააძლიეროს ადმინისტრაციული საზღვარი მდინარე ენგურთან.
”ეს იქნება ნამდვილი სახელმწიფო საზღვარი,”- იუწყება ”აფსნიპრესი” 23 სექტემბერს ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
სოხუმში პრესკონფერენციაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერება ხელს შეუშლის ”დივერსიულ-ტერირისტული ჯგუფების”, კონტრაბანდის და ”ადამიანთა უწესრიგო” გადაადგილებას.
ამასთან, ბაღაფშმა განაცხადა, რომ რუსეთთან საზღვარი გაცილებით გამჭირვალე იქნება, რაზეც სპეციალური შეთანხმებების გაფორმება იგეგმება მოსკოვთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)