სარკოზი: ევროკავშირი არ წავა კომპრომისზე ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს, განუცხადა 23 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეას, რომ ევროპა ქმნის მაგალითებს ”მშვიდობის დამყარების საქმეში, როგორც ეს საქართველოსთვის გააკეთა”.
”ევროპას არ სურს ომი,”- განაცხადა მან, ”მას არ უნდა ცივი ომი”.
”ევროპა რუსეთს ეუბნება, რომ სურს მასთან კავშირი, რომ ჩვენ გვსურს ავაშენოთ ერთობლივი მომავალი რუსეთთან, ჩვენ გვინდა ვიყოთ რუსეთის პარტნიორები. მაგრამ ევროპა ასევე ეუბნება რუსეთს იგივე გულწრფელობით, რომ მას არ შეუძლია დაუშვას კომპრომისი სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, მათი ტერიტორიული მთლიანობის ან საერთაშორისო სამართლის პატივისცემის ირგვლივ. ევროპის გზავნილი ყველა ქვეყნის მიმართ არის ის, რომ მიუღებელია დავების ძალის გამოყენებით მოგვარება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)