სააკაშვილი: საქართველოს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა აქვს
საქართველოს პოლიტიკური სისტემა ახლა იმაზე მეტად ჯანსაღია, ვიდრე ოდესმე, ენერგიული პარლამენტით და კონსოლიდირებული მთავრობით, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 ოქტომბერს.
”მთავრობა არის კონსოლიდირებული როგორც არასდროს, პარლამენტში არის ძალიან საინტერესო მუშაობა და საოცრად საინტერესო ოპონირება ოპოზიციასთან,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”მე ასეთი ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა არ მახსოვს საქართველოში მას შემდეგ, რაც ვარ ქართულ პოლიტიკაში”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)