მერკელმა გაიმეორა, რომ რუსეთის მოქმედება არაპროპორციული იყო
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის ქმედებები აგვისტოს მოვლენების დროს არაპროპორციული იყო, იუწყება ”რია ნოვოსტი”.
”ჩვენ ერთნაირი შეხედულება არ გვაქვს, ჩვენ გვჯერა, რომ რუსული რეაქცია იმ კონფლიქტში არაპროპორციული იყო,” – განაცხადა მერკელმა სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან მოლაპარაკებების შემდეგ.
”ახლა მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენა [თბილისსა და მოსკოვს შორის],” – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)