ევროკავშირის დამკვირვებლების შესვლა სამხრეთ ოსეთში არარეალისტურია

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა, გერმანელმა დიპლომატმა ჰანსიორგ ჰაბერმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ არარეალისტურია იმის მოლოდინი რუსული ძალებისგან, რომ ისინი ევროკავშირის დამკვირვებლებს უახლოეს მომავალში თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში შეუშვებენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) 1 ოქტომბერს დილიდან ოფიციალურად დაიწყო პატრულირება.    

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა განუცხადა ”როიტერს”, რომ დამკვირვებლები შეეცდებიან ოს სამართალდამცავებთან მუშაობას, რათა დე ფაქტო საზღვარი უფრო ღია გახდეს ვაჭრობისთვის. მისი თქმით, ევროპელი დამკვირვებლები შუამავლის როლს შეასრულებენ ორივე მხარის სამართალდამცავებს შორის.

”ჩვენ ვართ სამოქალაქო, უიარაღო დამკვირვებელთა მისია და მხოლოდ იქ შეგვიძლია შესვლა, სადაც ამის უფლებას მოგვცემენ,” – დასძინა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)