რუსული ძალები გასასვლელად მზადებას განაგრძობენ
სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ექვსი საგუშაგოდან რუსული ძალების გაყვანის პროცესი 8 სექტემბრის დილიდან დაიწყება, განუცხადა ”ინტერფაქსს” რუსული ძალების მეთაურმა ცხინვალის რეგიონში მარატ კულახმეტოვმა.
მისი თქმით, გაყვანის პროცესი ერთ დღეში დასრულდება.
8 სექტემბრის შეთანხმების თანახმად რუსულმა ძალებმა 10 ოქტომბრამდე სრულად უნდა დატოვონ სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ ოკუპირებული ქართული ტერიტორიები. შეთანხმების შესრულების პროცესს ევროკავშირის დამკვირვებლები ადევნებენ ადგილზე თვალს, რომლებიც 10 ოქტომბრის შემდეგ სრულად ჩაანაცვლებენ ე.წ. ბუფერულ ზონებში რუს ჯარისკაცებს.
ქართული მედია იტყობინება, რომ როგორც შიდა ქართლში, ისე სამეგრელოში რუსული ძალები საგუშაგოების დემონტაჟს აქტიურად განაგრძობენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)