პარლამენტში ფრაქციის შექმნაზე საკონსტიტუციო ცვლილება მეორე მოსმენით მიიღეს

დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად საჭირო დეპუტატთა მინიმალური რაოდენობა 7-დან 6-მდე მცირდება.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ფრაქცია ძლიერი საქართველო – ქრისტიან–დემოკრატები, რომელშიც უმცირესობის 12 დეპუტატია გაერთიანებული, გაიყოფა ორ პოლიტიკურ ჯგუფად.

ახალ ფრაქციას, სავარაუდოდ, დეპუტატი ქრისტიან-დემოკრატებიდან გიორგი ახვლედიანი უხელმძღვანელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)