გაერო, ევროკავშირი და ეუთო საქართველოს საკითხს განიხილავენ

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ იგი ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას შეეხება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა, სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რომ 14 ოქტომბერს ჟენევაში იგი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდრე სტუბს შეხვდება და საქართველოს საკითხს განიხილავს.

ეს შეხვედრა ერთი დღით უსწრებს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო მოლაპარაკებებს. შეთანხმებას ამის თაობაზე რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა 8 სექტემბერს მიაღწიეს. შეხვედრა ექსპერტების დონეზე 15 ოქტომბერს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)