ტყეშელაშვილი ესტონეთს ეწვევა

10-11 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში, იტყობინება საგარეო უწყება.

ვიზიტის ფარგლებში ტყეშელაშვილი შეხვდება ესტონეთის პრეზიდენტს ტომას ჰენდრიკ ილვეს, პრემიერ-მინისტრს ანდრუს ანსიპს და თავის ესტონელ კოლეგას ურმას პაეტს. 

იმავდროულად, გუშინ გვიან ღამით ეკა ტყეშელაშვილი თბილისში თავის ფრანგ კოლეგას ბერნარ კუშნერს შეხვდა და რუსული ძალები გაყვანის პროცესი განიხილა.

ბერნარ კუშნერი დღეს საღამოს დატოვებს საქართველოს მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში დეოკუპირებულ სოფლებს მოინახულებს და მოგვიანებით, ბათუმში შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან.

მისი ვიზიტი ემთხვევა რუსული ძალები გაყვანის ვადის ბოლო დღეს – 10 ოქტომბერს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)