საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნინო ბურჯანაძეს შეხვდა
10 ოქტომბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დემოკრატიული განვითარების ფონდის პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
ფონდის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს ომზე, 15 ოქტომბერს ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დარეგულირებასა და დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე იმსჯელეს.
9-10 აგვისტოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების პარალელურად, კუშნერმა ასევე გამართა შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)