პრემიერ-მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ფინანსთა მინისტრ ნიკა გილურთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა, სადაც რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება იქნება განხილული.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ხელმძღვანელობასთან, ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ბიზნესის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში რუბენ ჯეფრისთან.

აშშ-ს ვიზიტის ფარგლებში ლადო გურგენიძე ასევე შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარქისიანს, იტყობინება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური. 

ვიზიტი 16 ოქტომბერს დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)