ბუში რუსეთს მეზობლების სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდებს

აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და განაცხადა, რომ ”იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პატივისცემა მოიპოვოს, რუსეთმა პატივი უნდა სცეს საკუთარი მეზობლების სუვერენიტეტს და ტერიტორიას”.

13 ოქტომბერს ვაშინგტონში იტალიის პრემიერ-მინისტრთან სილვიო ბერლუსკონისთან საუბრისას ბუშმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და იტალია ”მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა დასრულდეს კონფლიქტი საქართველოში”.

”ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიას და სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,” – განაგრძო მან, ”ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორია მოიცავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ დავაკმაყოფილოთ ქართველი ხალხის ჰუმანიტარული მოთხოვნილებები და დავეხმაროთ დევნილ ოჯახებს დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში”. 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)