სააკაშვილი ბრიუსელს სტუმრობს

პრეზიდენტი სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც 15 ოქტომბერს ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრის ფარგლებში პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან, იტყობინება ქართული მედია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)