აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლის თქმით, 114 ათასი პასპორტი გაიცა
სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების განცხადებით, 114 ათასი აფხაზური პასპორტი გაიცა, იტყობინება ”აფსნიპრესი” 16 ოქტომბერს.
აფხაზური პასპორტები აიღო აფხაზეთში მცხოვრებმა 58 282 ეთნიკურმა აფხაზმა, 26 587 სომეხმა, 14 947 რუსმა და 5 136 ქართველმა, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასპორტებისა და ვიზების განყოფილების უფროსმა ვალერი მალიამ.
მისი თქმით, იმ ეთნიკურმა ქართველებმა, რომლებიც ძირითადად გალის რაიონში ცხოვრობენ, პირველ რიგში უარი უნდა თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე. აფხაზეთის კანონი მოქალაქეობის შესახებ ორმაგი მოქალაქეობის უფლებას იძლევა, მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)