მედვედევი პარლამენტს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულებების რატიფიცირებას სთხოვს
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სახელმწიფო სათათბიროს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პარტნიორობის და მეგობრობის შესახებ ხელშეკრულებები წარუდგინა დასამტკიცებლად.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პრეზიდენტმა პარლამენტს დოკუმენტები შენიშვნით ”პრიორიტეტული” წარუდგინა.
ხელშეკრულებებს მედვედევმა და სეპარატისტმა ლიდერებმა მოსკოვში 17 სექტემბერს მოაწერეს ხელი. ათი წლის ვადის მქონე დოკუმენტი სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს სამხედრო დახმარებას, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს სამხედრო ბაზები შექმნას სეპარატისტულ რეგიონებში და საზღვის დაცვაში აღმოუჩინოს მათ მხარდაჭერა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)