ამერიკელი დიპლომატი: საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად სამუშაო აქვს
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველო გაძლიერდება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ”გაღრმავდება და გაიზრდება” დემოკრატია.
მან ასევე განაცხადა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ საქართველომ მეტ პროგრესს უნდა მიაღწიოს მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში.
”ამ ინსტიტუტების გაძლიერებასთან ერთად – ესაა დამოუკიდებელი მედია, ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ძლიერი, ქმედითუნარიანი ოპოზიცია – გაძლიერდება ქართული სახელმწიფო და ეს დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე და ქართულ საზოგადოებაზე – ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ ინსტიტუტების მშენებლობაში,” – განაცხადა მან.
კითხვაზე, დაინახა თუ არა მან საქართველოს ხელისუფლებაში ამის ნიშნები, ფრიდმა უპასუხა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება იმა ფაქტს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის დაწყებასთან დაკავშირებით.
”ვნახავთ, როგორ შესრულდება ეს,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)