საქართველოს პრეზიდენტი ნორვეგიაში მიემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ღამით ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიაში მიემგზავრება, აცნობეს Civil.Ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.  

იგი ასევე ეწვევა შვედეთს, რის შემდეგაც 31 ოქტომბერს პრეზიდენტი რიგაში ჩავა, სადაც უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)