მედვედევი: ”სააკაშვილის რეჟიმის” გადაიარაღება მიმდინარეობს
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხორციელდება ”სააკაშვილის რეჟიმის გადაიარაღების” გეგმები.
”ჩვენ განვაგრძობთ იარაღის და აღჭურვილობის მიწოდებას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პარტნიორების [სახელმწიფოების] თავდაცვითი შესაძლებლობების შესანარჩუნებლად,” – განაცხადა მედვედევმა საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის სახელმწიფო კომისიის შეხვედრაზე. ”მაგრამ, როგორც აგვისტოს მოვლენებმა გვიჩვენა, საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრი არ უჭერს მხარს ასეთ მიდგომებს. ჩვენ ვიცით როგორი მონდომებით აწვდიდნენ რიგი სახელმწიფოები სააკაშვილის რეჟიმს იარაღს, რითაც საკმაოდ აქტიურად უბიძგებდნენ მას აგრესიისკენ და ახლა ახორციელებენ იარაღების დამატებითი სახეობებით ამ რეჟიმის ხელახლა შეიარაღების გეგმებს”.
”სამწუხაროდ ამაში მონაწილეობდნენ ჩვენთვის ახლობელი რიგი ქვეყნებიც. ჩვენ ეს არ დაგვავიწყდება და ბუნებრივია, გავითვალისწინებთ პრაქტიკულ პოლიტიკაში. მინდა, რომ ყველამ გაითვალისწინოს ეს,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)