ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისს სტუმრობს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ასამბლეის პრეზიდენტის ლუის მარიო დე პუჩის ხელმძღვანელობით თბილისში იმყოფება იმ რეზოლუციის განხორციელების გაცნობის მიზნით, რომელიც ასამბლეამ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე 2 ოქტომბერს მიიღო, იტყობინება ევროპის საბჭო. 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, შსს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს კახა ლომაიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგა ბოკერიას და სხვა ოფიციალურ პირებს.

დელეგაციას ვიზიტების თბილისსა და მოსკოვში განხორციელება ასამბლეის ბიურომ დაავალა. ამის შედეგად, 28 ნოემბერს მადრიდში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომისია განიხილავს, თუ როგორ სრულდება რეზოლუცია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)