ტყეშელაშვილი: მედვედევის განცხადება ასახავს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას

რუსეთი განაგრძობს თავის ”აგრესიულ პოლიტიკას” და პრეზიდენტ მედვედევის მიერ 5 ნოემბერს პარლამენტში გამოსვლის დროს გაკეთებულმა განცხადებებმა ეს დაადასტურა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 6 ნოემბერს.

”რუსეთი კვლავ აგრძელებს ისეთი პოლიტიკის განხორციელებას, რასაც მხოლოდ აგრესიული შეიძლება ვუწოდოთ,” – განაცხადა ტყეშელაშვილმა. ”ის გამონათქვამები, რომელიც მედვედევის გამოსვლაში იყო მოხსენიებული, და ძალიან კონკრეტული ასპექტები ამ გამონათქვამების, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, იმაზე მეტყველებს, რომ ჯერჯერობით რუსეთის პოლიტიკაში რაიმე ცვლილებას ადგილი არ აქვს”.

მან ეს განცხადება ჟურნალისტებისთვის საბერძნეთში გამგზავრებამდე გააკეთა.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)