პარლამენტი უცხოური მედიის მონიტორინგის ჯგუფს შექმნის

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიესალმა ანტიკრიზისული საბჭოს ხელმძღვანელის, დეპუტატ გია თორთლაძის ინიციატივას საქართველოს შესახებ უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული მასალების მონიტორინგის თაობაზე.

ამ მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნა თორთლაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოითხოვა. მისი თქმით, ეს ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს შეისწავლის და პასუხს გასცემს. ჯგუფის ფორმირება ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტებს დაევალა.

"საიდუმლო არ არის, რომ რუსეთის მხრიდან დიდი რაოდენობით რესურსი იხარჯება საქართველოს იმიჯის შესალახად, ამიტომ მართლაც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს ის ცილისმწამებლური პუბლიკაციები, რაც ევროპის საზოგადოების თვალში მჩაგვრელის იმიჯს უქმნის საქართველოს,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)