მედვედევი: რუსეთი მზადაა ომის საერთაშორისო გამოძიებისთვის
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა 15 ნოემბერს, რომ მოსკოვი მხარს დაუჭერს აგვისტოს ომთან დაკავშირებით ”საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას”.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს მოსკოვი საერთაშორისო გამოძიებას, მედვედევმა განაცხადა ვაშინგტონში საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამოსვლისას: ”ჩვენ ამის თაობაზე თავიდანვე ვამბობდით”.
”დასავლურ სახელმწიფოებში, და პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებში, კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება,” – განაცხადა მედვედევმა, ”იმ ფაქტის გაგება, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, მხოლოდ ახლა ჩნდება ამერიკის შეერთებულ შტატებში”.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ”მზადაა საქართველოსთან ურთიერთობები დაამყაროს”.
”მაგრამ არა [საქართველოს] ახლანდელ რეჟიმთან,” – განაცხადა მედვედევმა. ”ეს არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეგვიძლია”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)