ბაღაფში მოსკოვს სტუმრობს

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, იუწყება ”აფსნიპრესი” 17 ნოემბერს.

ამავე ცნობით, ბაღაფში რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობისა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელების საკითხებს განიხილავს.