სააკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სიტყვით მიმართავს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომას, რომელიც ვალენსიაში იმართება.

პრეზიდენტი თავის გამოსვლაში, სავარაუდოდ, აგვისტოს ომსა და რუსული აგრესიის შედეგებზე გაამახვილებს ყურადღებას.

ამავე სხდომაზე სიტყვით გამოვლენ ასევე ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი და ასამბლეის პრეზიდენტი ჟოზე ლელო. პლენარული სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება ნატო-რუსეთის ურთიერთობები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)