სერდიუკოვი საქართველოს სამხედრო ზრდის, ნატოში მისწრაფების წინააღმდეგ აფრთხილებს

საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდას იმაზე უარესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ვიდრე აგვისტოს მოვლენები იყო, განაცხადა 18 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა თურქეთში ვიზიტის დროს.

”ჩვენ გვაშფოთებს საქართველოს ხელისუფლების მიერ სამხედრო პოტენციალის ზრდა და ქვეყნის ნატოში შეთრევა. ამ საქმიანობას შეუძლია იმაზე გაცილებით სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს, ვიდრე ამა წლის აგვისტოს მოვლენები იყო,”- იუწყება ”ინტერფაქსი” სერდიუკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)