პარლამენტის დროებითი კომისია სააკაშვილს მომავალ კვირას მოუსმენს

პრეზიდენტი სააკაშვილი აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას ჩვენებას 28 ნოემბერს მისცემს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ყოველკვირეულ გამოცემაში.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის გამოსვლა კი დროებითი კომისიის წინაშე 24 ნოემბერს შედგება. 

კომისიამ, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია, უკვე დაკითხა რამდენიმე მაღალჩინოსანი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)