პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს
პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის ხუთი წლის იუბილის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა.
ბოლოს კაჩინსკი თბილისში 12-13 აგვისტოს იმყოფებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად. პოლონეთის პრეზიდენტი ასევე სტუმრობდა საქართველოს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად და 2007 წლის 23 ნოემბერს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვარშავა 2.5 მილიონ ევროს დახმარებას გამოუყოფს საქართველოს 2009 წელს, იტყობინება Polskie Radio 23 ნოემბერს. საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ პოლონეთი 2010 წლამდე სულ 6 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს საქართველოსთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)