რესპუბლიკელები უარყოფენ ბურჯანაძესთან პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებებს
რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა უარყო, რომ იგი შესაძლო პოლიტიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.
ქართული მედია ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ რესპუბლიკელები და ახალი მემარჯვენეები შესაძლოა ბურჯანაძის ახალი პარტიის პარტნიორები გახდნენ. პარტიის – დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო – დამფუძნებელი ყრილობა 23 ნოემბერს გაიმართა.
”მე, დავით უსუფაშვილი, პარტიის თავმჯდომარე, ვხვდები ბურჯანაძეს სხვადასხვა შეხვედრაზე და ჩვენ გვაქვს აზრთა ურთიერთგაცვლა… ეს არის უფრო ურთიერთობა პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ არა მოლაპარაკებები სამომავლო გეგმებზე,” – განაცხადა უსუფაშვილმა 24 ნოემბერს გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
თუმცა, მან დაადასტურა, რომ ახალ მემარჯვენეებთან აქვს მოლაპარაკებები.
”მე ვთვლი, რომ სადღაც დეკემბრის დასაწყისში გამოიკვეთება, ჩვენ ვახერხებთ ერთიანი პოზიციით გამოსვლას უკვე შემდგომ პოლიტიკურ ასპარეზზე, თუ ვრჩებით კოორდინაციის რეჟიმში,” – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარტიები უფრო ახლო პარტნიორობაზე შეთანხმდებიან, ეს არ იქნება ორი პარტიის გაერთიანება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)