პუტინი: თბილისი სტალინის პრინციპით ხელმძღვანელობდა
საქართველოს ხელისუფლება შეეცადა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის სტალინის პრინციპით მოგვარებას ”არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა”, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა.
”და ისინი ბომბავდნენ დასახლებულ ადგილებს, კლავდნენ სამოქალაქო პირებს,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ეს განცხადება 24 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა, ”ეს იყო ბოროტი, ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა. და რუსეთს მოუხდა მისი სამშვიდობოების და უდანაშაულო ხალხის დაცვა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)