ევროპის საბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესი რუსეთ-საქართველოს ომზე იმსჯელებს
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესი 2 დეკემბერს დაგეგმილ სხდომაზე აგვისტოს ომის შედეგებზე იმსჯელებს.
დებატებში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მერი გიგი უგულავა და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე ლარისა ხაბიცოვა, ასევე საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლები კონგრესში.
2 დეკემბერს სხდომაზე ასევე გამოვა სიტყვით ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგი, რომელიც ომგამოვლივ რაიონებს 12-14 ნოემბერს სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)