ფოთის პორტის სრული მესაკუთრე რას ალ ხაიმას საამირო გახდა

ფოთის პორტის ერთადერთი მფლობელი რას ალ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდი გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფოსგან აქციების 49% შეიძინა 65 მილიონ აშშ დოლარად.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ეკა შარაშიძემ საინვესტიციო ფონდთან შეთანხმებას 2 დეკემბერს მოაწერა ხელი.

რას ალ ხაიმას საინვესტიციო ფონდმა 2008 წლის აპრილში პორტის აქციების საკონტროლო პაკეტი 90 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. იგი ფოთში 300 ჰექტარ მიწაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარებას, ხოლო 100 ჰექტარ მიწაზე ახალი ტერმინალის მშენებლობას გეგმავს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)