ტალიავინი ომის გამოძიებაზე დეტალურ გეგმას მოამზადებს
ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, შვეიცარიელმა დიპლომატმა ჰეიდი ტალიავინიმ განუცხადა ბრიუსელში განთავსებულ EUobserver.com -ს, რომ იგი 19 დეკემბერს ევროკავშირს გამოძიების დეტალურ გეგმას წარუდგენს.
2 დეკემბერს ევროკავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი ”შემსწავლელი მისიის” შექმნას, რომელიც კონფლიქტის წარმოშობასა და მიმდინარეობას გამოიძიებს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის საფუძველზე და ”ამ კონტექსტში გაკეთებული ბრალდებების ფარგლებში”. ევროკავშირი მისიის დასაფინანსებლად 1.6 მილიონ ევროს გამოყოფს.
”ამ დროისთვის [19 დეკემბრისთვის] მე უნდა მქონდეს ნათელი წარმოდგენა მთელი ამ მისიის შესახებ,” – განუცხადა მან EUobsever.com-ს, ”გამოძიება არის პროცესი. წლის ბოლოსთვის უკვე მეყოლება გუნდი და შემდეგ დამატებით თანამშრომლებს ავიყვან, თუ ამის საჭიროება იქნება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)