ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები ალიანსის პრეზენტაციას გეგმავენ

ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები დღეს გააკეთებენ განცხადებას ალიანსის შექმნის შესახებ, რომელიც ეფუძნება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თაობაზე არსებულ საერთო შეხედულებებს, განაცხადეს ორივე პარტიის წარმომადგებლებმა.

ალიანსის პრეზენტაცია 8 დეკემბერსაა დაგეგმილი.

ვრცელდება ვარაუდები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია შესაძლოა შეუერთდეს ალიანსს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პარტიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ინფორმაცია ალასანიასთან კონსულტაციების გამართვის თაობაზე, შესაძლო თანამშრომლობის დეტალები მათ არ გაახმოვანეს. ალასანიამ განაცხადა, რომ სამომავლო გეგმებზე ნიუ-იორკიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ, უახლოეს ხანებში ისაუბრებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)