ამერიკელი სენატორი საქართველოს სტუმრობს

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე ჯონ კერი, დემოკრატი სენატორი მასაჩუსეტსიდან 13 დეკემბერს ერთდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.

ვიზიტის ფარგლებში იმართება შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გრიგოლ მგალობლიშვილთან, ვიცე-სპიკერებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

ვიზიტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარის რანგში პირველი ტურნეს ფარგლებში იმართება. იგი ასევე ეწვევა პოლონეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ავღანეთს და ქუვეითს. 

ჯონ კერი ახალ თანამდებობაზე აშშ-ს ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეცვლის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)