ბაქრაძე საარჩევნო კოდექსის რეფორმის გეგმებზე ისაუბრებს
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე იმ ჯგუფის შექმნის გეგმებზე ისაუბრებს, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმაზე იმუშავებს
გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსის შეცვლა 2009 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ ეს რეფორმა არ ნიშნავს, რომ 2009 წელის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)