შსს: ხურვალეთში სროლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიჭრა

ერთი პოლიციელი მძიმედ დაიჭრა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მდებარე პოლიციის საგუშაგოზე 17 დეკემბერს, 21 საათსა და 30 წუთზე ”რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან” ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან  სროლის შედეგად, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებაში.

დაჭრილი პოლიციელი, შიდა ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართევლოს თანამშრომელი იოსებ სიმონიშვილი ამ დროისთვის გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)