ეკა ტყეშელაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გახდება

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი უახლოეს პერიოდში უშიშროების საბჭოს მდივანი გახდება. იგი ამ თანამდებობაზე კახა ლომაიას შეცვლის, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ საინფორმაციო ცნობარში. 

კახა ლომაია გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობაზეა წარდგენილი. ეს თანამდებობა 4 დეკემბერს მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც იგი ირაკლი ალასანიამ დატოვა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)