ოპოზიციურ პოლიტიკოსსა და დეპუტატს შორის სატელევიზიო დებატების დროს ინციდენტი მოხდა

ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა კოკა გუნცაძემ დეპუტატს მმართველი პარტიიდან გიორგი კანდელაკს სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ჭიქიდან წყალი შეასხა. ინციდენტი ორ პოლიტიკოსს შორის 22 დეკემბერს სატელევიზიო დებატების პირდაპირი ეთერის დროს მოხდა.

წყლის შესხმის შემდეგ გუნცაძე ფეხზე ადგა და რამდენჯერმე დაარტყა კანდელაკს, შემდეგ კი სტუდია დატოვა. კანდელაკმა არ უპასუხა და გადაცემაში მონაწილეობა განაგრძო, რომელიც ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში გადიოდა.

გუნცაძის ქმედებამდე კანდელაკმა უთხრა მას: ”უზრდელი ხართ თქვენ, ბატონო კოკა,” რასაც, თავის მხრივ, წინ უძღოდა გუნცაძის შენიშვნა კანდელაკის მისამართით: ”ენას კბილი დააჭირეთ”.

მას შემდეგ, რაც გუნცაძემ ჭიქით წყალი შეასხა კანდელაკს, ეს უკანასკნელი შეეცადა თავისი ჭიქა აეღო, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგანაც გუნცაძემ მისი ჭიქიდანაც შეასხა წყალი კანდელაკს სახეში.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)